ISM Libraries

აკადემიური ბიბლიოთეკების მართვის კურსი

 

მიზანი

ტრენინგის  მიზანია  ბენეფიციარს  განუვითაროს  პრაქტიკული  უნარ-­ჩვევები   თანამედროვე  აკადემიური  ბიბლიოთეკის  სტრატეგიული  დაგეგმვისათვის  და   საბიბლიოთეკო  პროცესების  პოლისებისა  და  პროცედურების  შემუშავებისთვის.  

კურსის  ფორმატი  

ტრენინგი  მოიცავს  ლექცია-­სემინარს  და  პრაქტიკულ  სამუშაოს.  

  • ინტერაქციული  ლექცია-­სემინარი  
  • მინილექციები  -­  ტრენერები  წარმოადგენენ  კონკრეტული  თემის  ძირითადი   საკითხების  პრეზენტაციებს.    
  • დისკუსია  -­  ტრენერები  ჯგუფთან  ერთად  ერთვებიან  წარმოდგენილი  საკითხების   გარშემო  დისკუსიაში.    
  • აქტივობები  -­    ლექცია-­სემინარის  განმავლობაში  მზადდება  მცირე  დავალებები   როგორც  ინდივიდუალური,  ასევე  ჯგუფური  მუშაობისთვის.  აქვე  ხდება   ლექციაზე  შესრულებულ  სამუშაოს  ან/და  საშინაო  დავალებებს -­ პრეზენტაცია-­ განხილვა.  

პრაქტიკული  სამუშაო  

თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენების  უნარის  განვითარების  მიზნით   ტრენერების  დახმარებით  ხდება  კონკრეტული  დოკუმენტების  შექმნა,   განვითარება,  მოდიფიკაცია,  განახლება.  

საშინაო  დავალება  -­  კონკრეტულ  საკითხთან  დაკავშირებით  მასალის  მოძიება,   დამუშავება;  შესაბამისი  სტრატეგიული  და  ტაქტიკური  დოკუმენტების   მონახაზების  მომზადება; მოცემული  მასალის  ანალიზი  ერთი  დღის  განმავლობაში  მაქსიმალური  დატვირთვად  განსაზღვრულია  3  საკონტაქტო   საათი  და  2  საათი  დამოუკიდებელი  მუშაობისთვის.  

შედეგები  

ავითარებს  შემდეგ  დარგობრივ  კომპეტენციებს:  

აკადემიური  ბიბლიოთეკის  თანამედროვე  ინფორმაციული  ტენდენციების  კონტექსტში    სტრატეგიული  ხედვის  უნარი  

 2. საბიბლიოთეკო  ტექნოლოგიების  (ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო სისტემის,ბიბლიოთეკის  უსაფრთხოების  სისტემის,  ელექტრონული  ბიბლიოთეკის  და  ა.შ.)   სტრატეგიული  ხედვისა  და  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარები   

3. აკადემიური  ბიბლიოთეკის  კოლექციების  განვითარების  (ნაბეჭდი  და ელექტრონული  წიგნები,  პერიოდული  გამოცემები,  საცნობარო  გამოცემები  და  ა.შ.)   სტრატეგიული  ხედვისა  და  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარები   

4. აკადემიური  ელექტრონული  ბაზების  და  ბიბლიოთეკების  შერჩევის,  შესყიდვის   და  აკადემიურ  პროცესებში  იმპლემენტაციის  სამოქმედო  გეგმის  შემუშავების   უნარი   

5. კონკრეტულ  ინსტიტუციაში  ინფორმაციული  წიგნიერების  სხვადასხვა  საფეხურზე  (საბაკალავრო,  სამაგისტრო,  სადოქტორო)  განვითარების  სტრატეგიული  ხედვისა   და  დანერგვის  იმპლემენტაციის  გეგმის  შემუშავების  უნარი   

6. კონკრეტული  ინსტიტუციის  საბიბლიოთეკო  სერვისების  სტრატეგიის  განვითარების  უნარი  

კურსის  შინაარსი  

  • თანამედროვე  საინფორმაციო  (მათ  შორის  საბიბლიოთეკო)  სერვისების   ტენდენციები
  • ინფორმაციის  ორგანიზების  პრინციპები:  აღწერისა  და  კოდირების  თანამედროვე   საერთაშორისო  სტანდარტები  (AACR  2  ,  RDA  და  MARC21) 
  • თანამედროვე  საბიბლიოთეკო  სისტემები  და  სერვისები,  ინტეგრირებული   საბიბლიოთეკო  სისტემის  მიზანი  და  ფუნქციები  —  ე.წ.  მესამე  თაობის  „ჭკვიანი“   სისტემები
  • ელექტრონული  ბიბლიოთეკები
  • კოლექციების  განვითარების  პოლისები  -­  საჭიროებების  იდენტიფიცირება,   რესურსების  შერჩევა  (წიგნები,  საცნობარო  გამოცემები,  ლექსიკონები,  როგორც   ნაბეჭდ,  ასევე  ელექტორნულ  ფორმატში)    
  • ელექტრონული  წამკითხველები  და  ციფრული  უფლებების  მართვა
  • ელექტრონული  აკადემიური  ბაზები  და  ბიბლიოთეკები  -­  მათი  ფუნქციები,   შერჩევის  კრიტერიუმები  და  დანერგვის  შესაძლებელი  მოდელები ინფორმაციული  წიგნიერება  საუნივერსიტეტო  გარემოში
  • ინფორმაციული   წიგნიერების  კურსების/ტრენინგების  დიზაინის  აგება  და  დანერგვის  შესაძლო   მოდელები  

GetResposne Webform Integration