ISM Libraries

                   

საბიბლიოთეკო სტანდარტების კურსი

 

მიზნები

კურსის მიზანია ბენეფიციარს განუვითაროს პრაქტიკული უნარები MARC 21-სა და RDA საერთაშორისო სტანდარტით წიგნების დამოუკიდებელად  აღწერისა და ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის შექმნის მიმართულებით და ამასთანავე მისცეს ის ძირითადი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მანქანის მიერ კითხვადი კატალოგიზაციის, სტანდარტიზაცის დანიშნულების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებისთვის.

კურსის  ფორმატი

ინტერაქტიული პრეზენტაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო.

კურსის შინაარსი

•რატომ ერთი სტანდარტი?

•სტანდარტიზაციის რისკები

•MARC სტანარტები

•რას ნიშნავს მანქანის მიერ კითხვადი კატალოგიზაცია?

•როგორ უზრუნველყოფს MARC 21 ფორმატი მონაცემების მანქანის მიერ კითხვადობას? 

•MARC 21 ჩანაწერი

•ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი საკატალოგე ბარათზე და MARC 21 ფორმატში

•RDA კატალოგიზაციის სტანდარტი და მისი პრაქტიკული გამოყენება MARC 21 კოდირების ფორმატში

•ვინ ადგენს კატალოგიზაციის წესებს?

•ცვლილებების მიზნები

•RDA გამოყენება

•რა არის FRBR/ FRAD? 

•ნაშრომი

•ექსპრესია

•მანიფესტაცია

•ეგზემპლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ელექტრონული კურსი.

 

GetResposne Webform Integration