ISM Libraries

ვებსაიტების დამზადების და მართვის ტრენინგი

ტრენინგის  ხანგრძლივობა და მოცულობა

  • 5 შეხვედრა
  • 14 საათი 

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია ბენეფიციარმა CMS-ში დამოუკიდებლად შეძლოს ვებგვერდის შექმნა და მართვა (შეიძინოს არტიკლების, მოდულების, კატეგორიების, თარგებისა და მენიუების მართვისა და ამ უნარების პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენციები).

ტრენინგის შედეგები

ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები:

  • გაეცნობიან ვებსაიტების სამზადების, მენიუების, კატეგორიების მოდულებისა და თეფლეითების მართვის პრინციპებს,
  • გაიაზრებენ მენიუებთან მუშაობის (მენიუების შექმნა, მენიუს პოზიციის ცვლილება, მენიუს დამატება და ა.შ.) პრინციპებს.
  • შეისწავლიან მოდულების მართვას, დამატებას, რედაქტირებასა და სტრუქტურის შეცვლას;
  • შეძლებენ კატეგორიების შექმნასა და რედაქტირებას;
  • შეისწავლიან ახალი სტატიების შექმნას, რედაქტირებასა და ჩაშენებას;
  • განივითარებენ კომპეტენციებს თემფლეითის კონფიგურაციის შეცვლის: ფერის, ზომების, სვეტების რაოდენობის, საიტის ქუდისა და ლოგოების დიზაინია, ბექგრაუნდისა და ა.შ. თვალსაზრისით.

ტრენინგის მეთოდოლოგია

ტრენინგი ტარდება მონაწილეების პრაქტიკულ მოქმედებაში აქტიური ჩართვის მეთოდით. ყველაზე ხშირად გამოყენებულ აქტივობებს შორისაა: 

  • ტრენერის მიერ ჩატარებული თემატური პრეზენტაცია
  • დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი პრაქტიკა 
  • კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პრაქტიკული დავალება 

თითოეული აქტივობია ემსახურება შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გააზრებასა და ცოდნის განმტკიცებას.

ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვს  იხილეთ ელექტრონული კურსი.

 

GetResposne Webform Integration