ISM Libraries

კატალოგიზაცია

მოცემული მოდულის დახმარებით სრულდება სისტემის სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შეტანა/რედაქტირება/ამოშლა. მნიშვნელოვანია მონაცემების გადმოწერის ფუნქციის არსებობა (Z39.50), MARC21 იმპორტ/ექსპორტი, უნიკოდის მხრდაჭერა.

ახალი ჩანაწერის შექმნა - ბიბლიოთეკას შეუძლია შექმნას თავის ფონდში არსებული ერთეულების ახალი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი და შეიტანოს ის ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში;

უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის რედაქტირება- კატალოგერებს შეუძლიათ ნახონ  უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, მოახდინონ მისი რედაქტირება და ცვლილების შენახვა, ასევე არასასურველი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის წაშლა თავიანთი ბაზიდან;

მონაცემთა გადმოწერის ფუნქცია-  Z39.50 პროტოკოლით მონაცემების მიგრაცია. 

Z39.50 არის კომუნიკაციის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო სისტემებს შორის ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლას. 

Z39.50, როგორც კლიენტისა და სერვერის პროტოკოლი დაშორებული მონაცემთა ბაზებში ინფორმაცის ძიებისა და მოპოვებისათვის განვითარდა National Information Standards Organization (NISO) მიერ ISO 239.50 სტანდარტის საფუძველზე. მის მხარდაჭერას ამჯერად უზრუნველყოფს კონგრესის ბიბლიოთეკა (აშშ).

Z39.50 ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფუნქციაა. ის შესაძლებლობას აძლევს ბიბლიოთეკებს გაცვალონ  ბიბლიოგრაფიული მონაცემები.  

GetResposne Webform Integration