ISM Libraries

სისტემები

კომპანია Innovative Systems Managment-ი მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში აპრობირებულ ბიბლიოთეკის მენეჯმენტის რამდენიმე ძირითად  სისტემას. 

  • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა
  • ელბიბლიოთეკები
  • უსაფრთხოების სისტემები
  • გაერთიანებული საბიბლიოთეკო სისტემა

შესავალი

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ღია კატალოგს, კატალოგიზაციის მოდულს, საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის მოდულს და ბიბლიოთეკებს შორის რესურსების გაზიარების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის საშუალებით განვითარდა პირველი გაერთიანებული ქართული ელექტრონული კატალოგი, რომელშიც ასახულია საუნივერსიტეტო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკების კოლექციები.

Evergreen-ის პროექტის ფარგლებში ვითარდება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა (ILS), რომელსაც დღეისთვის უკვე იყენებს 1000–ზე მეტი ბიბლიოთეკა მსოფლიოში (აშშ 30 შტატი, კანადა, საქართველო, ჰოლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მექსიკა, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.). Evergreen-ის განვითარება ჯორჯიის შტატში დაიწყო 2006 წელს.

ჩვენი გაერთიანებული კატალოგი ამ ეტაპზე არის ერთადერთი ეროვნული მასშტაბის ვებ-კატალოგი, რომელიც აერთიანებს წამყვან ქართულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს.

 

GetResposne Webform Integration