ISM Libraries

ელექტრონული ბიბლიოთეკა

ელბიბლიოთეკა (იგივე ციფრული ბიბლიოთეკა) წარმოადგენს პლატფორმას სხვადასხვა ტიპის ციფრული ობიექტების (ტექსტი, სურათი, აუდიო და ვიდეო მასალები და სხვ.) კოლექციებისათვის. ის წარმოადგენს ონლაინ საცავს, რომელიც არა მხოლოდ ინახავს რესურსებს, არამედ მათი ორგანიზებისა და მათზე ადვილი წვდომის შესაძლებლობებს იძლევა. ინსტიტუციის სურვილის შესაბამისად განისაზღვრება წვდომის დონეების კომბინაციები — შესაძლოა რესურსი მოძიებადი და წვდომადი იყოს საჯაროდ ან მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში, შეიძლება მოძიებადი იყოს საჯაროდ, მაგრამ წვდომა მხოლოდ ინსტიტუციის ფარგლებში და ა.შ. 

ელბიბლიოთეკების გადაწყვეტების შემუშავება ხდება ბიბლიოთეკის მასშტაბისა და დანიშნულების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელბიბლიოთეკაში შესაძლებელია მასალების განთავსება მხოლოდ საავტორო უფლებების შესაბამისად.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ISM სთავაზობს ელბიბლიოთეკის ტექნოლოგიური გადაწყეტის ერთიან საბაზისო პაკეტს, რომელიც საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკის მენეჯმენტს შექმნას და მართოს მოხერხებული ონლაინ სივრცე საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

შემოთავაზებული სერვისის საბაზისო პაკეტი მოიცავს:

  • საჭიროებების კვლევას
  • ტექნიკური დავალების შემუშავებას
  • ელბიბლიოთეკის სისტემის დანერგვას
  • წლიურ ჰოსთინგს
  • წლიურ ტექნიკურ უზრუნველყოფას
  • ელბიბლიოთეკის მენეჯმენტის ტრენინგს

 

ელბიბლიოთეკის სისტემის ტექნიკური აღწერილობა

ზოგადი ფუნქციონალი

  • სხვადასხვა ტიპის კონტენტის, მათ შორის ტექსტის, სურათებისა და მათი მეტამონაცემების შენახვა
  • სხვადასხვა ტიპის ციფრული კონტენტის მართვა და მხარდაჭერა
  • სხვადასხვა ფორმატის კონტენტის მეტამონაცემების  მართვა და მხარდაჭრა 
  • ათასობით ობიექტის შენახვისა და მართვის შესაძლებლობა
  • მონაცემებთან წვდომა ვებ-ინტერფეისის მეშვეობით 
  • აღდგენის ფუნქცია (მონაცემთა მიგრაციისა და ავარიული აღდგენისთვის, მთელი საცავი შეიძლება აღდგენილ იქნას ციფრული ობიექტითა და კონტენტის ფაილებით)
  • შენახვის მრავალი პარამეტრი (მონაცემთა ბაზები და ფაილების სისტემები)

ერთეულების ძიება

  • სათაურით
  • ავტორით
  • ISBN-ით
  • თემით
  • ადგილით 
  • პიროვნებით 
  • გამომცემლობით

წლიური ჰოსტინგი და ატექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, მონაცემთა ჰოსტინგსა და ღრუბლოვან სერვისს.  ISM-ის ძირითადი ტექნიკური მხარდაჭერა არის შემდეგი:

  • შემოთავაზებული პაკეტი გულისხმობს ღრუბლოვან სერვისს.
  • ISM უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის სისტემის სრულყოფილ და შეუფერხებელ მიწოდებას.
  • ISM პასუხისმგებელია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვისა და ბიბლიოგრაფიული მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაზე.
  • უზრუნველყოფს სისტემის ქართულ ინტერფეისს.
  • უზრუნველყოფს პარტნიორი ინსტიტუციების ბრენდირებას სისტემაში (როგორიცაა ლოგოს მითითება, ფერების შეცვლა და სხვა).
  • ტექნიკური პერსონალი მზად არის უპასუხოს პარტნიორი ინსტიტუციის წარმომადგენლების შეკითხვებს და გაუწიოს მათ დახმარება სამუშაო დღის განმავლობაში (10:00-18:00 სთ.).

 

GetResposne Webform Integration