ISM Libraries

ინსტიტუციური ელ. საცავი

ციფრული ელ საცავი არის ციფრული კონტენტის მართვისა და შენახვის მექანიზმი. არსებობს ინსტიტუციური ელ. საცავებიც, რომელიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში კონტენტის დამატებით ინსტიტუციასა და მის თანამშრომლებს მისი მართვისა და შენახვის შესაძლებლობა ეძლევათ. ინსტიტუციურ ელ საცავში არსებული კონტენტი შეიძლება გამოიყენებოდეს კვლევებისთვის, სწავლისა და ადმინისტრაციული პროცესებისთვის. ინსტიტუციური ელ საცავები უზრუნველყოფენ მათში დაცულ კონტენტზე ინსტიტუციის მიერ დასაშვებ პირთა წვდომას, კონტენტის დაცვას გარეშე პირთაგან ან დაცული კონტენტის საჯაროობას. 

ელექტრონული  საცავების სტანდარტებით უზრუნველყოფილია  მექანიზმები კონტენტის იმპორტისა და ექსპორტისათვის, აგრეთვე, მათი  იდენტიფიცირების, შენახვისა და მიღებისათვის. ციფრული საცავები შეიძლება შეიცავდნენ ნებისმიერი ტიპისა და ფორმატის ციფრულ კონტენტს, (სამეცნიერო ან შიდა ინსტიტუციურ კვლევებს, კვლევის შედეგებს, სურათებს, გამოსახულებებს ვიდეო და აუდიო ფაილებს, სტატიებს, რუკებს, ელექტრონულ წიგნებს და ა. შ.) თავად საცავისა და მისი მომხმარებლების მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

ელ საცავები უზრუნველყოფენ მათში დაცული კონტენტის მოძიებას და მათზე წვდომას ფასეტური ძიების მექანიზმების საშუალებით. სასურველი მასალის მოძიება შესაძლებელია  კონტენტის ფორმისა და ფორმატის, ავტორის, თემის, ადგილის, ISBN-ის, გამომცემლის, ტექსტის, ატვირთვის თარიღის და ა. შ. მიხედვით.

GetResposne Webform Integration