ISM Libraries

ელრესურსები


კომპანია Innovative Systems Managment-ი მომხმარებელს სთავაზობს ელრესურსების დანერგვის შემდეგ გადაწყვეტას:

  • ორგანიზაციის საჭიროებების იდენტიფიცირება (კველვა და ანალიზი),
  • საჭირო რესურსის შერჩევა,
  • შერჩეული რესურსის დანერგვა და მართვა.  

სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების დანერგვის მოდელი (ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის გამდიდრება) .

პროექტის კონცეფცია

ანოტაცია

ინფორმაციული საზოგადოება და ცოდნის ეკონომიკა უნივერსიტეტებს ახალი გამოწვევების წინაშე აყნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწრაფი, ხარისხიანი, ეფექტური მენეჯმენტი, რომელიც ელექტრონული რესურებისა და სისტემების მეშვეობით მიიღწევა. ისინი ქმნიან და ამდიდრებენ თანამედროვე ბიზნეს-გარემოს. 

შესაბამისად, ბაზარზე ორიენტირებული კურსდამთვრებულის განვითარებისათვის აუცილებელია რელევანტურ რესურსებზე ეფექტური წვდომის უზრუნველყოფა სწავლების პროცესშივე. 

უმეტესწილად ელექტრონული რესურსებისა და შესაბამისის ელ-სერვისების საჭიროება გაცნობიერებულია უნივერსიტეტების მხრიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგია. არასწორი და დაუგეგმავი იმპლემენტაციის შემთხვევაში პროცესი  არაეფექტური  ხდება, ჩნდება უამრავი რისკი, მათ შორის:

  • რეალურ შედეგზე ვერ გასვლა
  • აუნაზღაურებადი ხარჯები
  • რესურსების (მ.შ. ადამიანური, ფინანსური, დროითი) ფლანგვა
  • საგანმანათლებლო ბაზარზე პოზიციების დაკარგვის რისკი

რისკების თავიდან ასაცილებლად, ოპტიმალური გამოსავალია  სწორად და ნათლად დაგეგმილი სტრატეგია. 

 

GetResposne Webform Integration