ISM Libraries

საიტები

კომპანია Innovative Systems Management-ი პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ ვებსაიტების დამზადებისა და მართვის სერვისსა და ტრენინგებს. ტრენინგის გავლის შედეგად, მონაწილეები შეძლებენ  პორტალის www.sites.ac.ge  მეშვეობით  ისწავლონ, დაამზადონ და გაყიდონ საკუთარი ვებსაიტი.

სწავლა დამოუკიდებლად

გარდა ფასიანი ტრენინგებისა sites.ac.ge-ს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომია ვებსაიტების დამზადების ონლაინ კურსები ნარატიული და ვიდეო სახელმძღვანელოებით.

კურსის სასწავლო რესურსებზე წვდომა ღიაა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს  მათთვის მისაღები ტემპით, დამოუკიდებლად ისწავლონ საიტის დამზადება. ამ შემთხვევაში საჭიროა  სარეგისტრაციო ფორმის შევსება,  სასურველი შაბლონის მითითებით  და შემდეგ  გრაფაში „კურსის ფორმატი"  ვარიანტის  „დამოუკიდებლად’’ მონიშვნა და მომხმარებლისთვის სასურველი შაბლონის დაყენების შეკვეთა.

პორტალის გამოყენებისთვის შესაძლებელია:

  • თემატურად ორგანიზებული საიტების შაბლონების გალერეიდან  სასურველი შაბლონის არჩევა;
  • ვებსაიტების დამზადების შემოთავაზებული ელექტრონული კურსის დამოუკიდებლად გავლა ან ვებსაიტების დამზადების F2F ტრენინგის დაკვეთა;
  • მზა საიტის, დომენისა და და ჰოსტინგის დაკვეთა;
  • საჭიროების შემთხვევაში  ტექნიკური მხარდაჭერის მიღება.

გაყიდეთ თქვენი ვებსაიტი        

თუ გსურთ, რომ კურსის გავლის შედეგად თქვენ მიერ შექმნილი ვებსაიტს დაადოთ კონკრეტული ფასი და გაყიდვის მიზნით მოითხოვოთ მისი გამოქვეყნება ჩვენს პორტალზე,  ჩვენ ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ, განვათავსებთ მას შაბლონების გალერეის შესაბამის  გვერდზე. ამისათვის გთხოვთ დაარეგისტრიროთ თქვენი მოთხოვნა.

ჰოსტინგითა და დომენით უზრუნველყოფა

პორტალ sites.ac.ge-ის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომია სერვერული და დომენით მომსახურება. ჩვენი ძირითადი სერვერები მდებარეობას აშშ-ში, რაც დამატებით იძლევა დაცულობის გარანტიას. ჩვენს პორტალზე მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ:

  • შეიძინონ სასურველი მოცულობა სერვერზე და განათავსონ თავიანთი საიტი შეძენილი ან შესაძენი დომენით (.ge, .com,.org და ა.შ. დაბოლოვებით);
  • შეიძნონ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დომენ(ებ)ი ac.ge-სა და .ism.ge-ზე;

1GB-ზე მეტი სივრცის შეძენის შემთხვევაში ჩვენი დომენი ac.ge-სა და .ism.ge -ზე  მომხმარებლებს უფასოდ გადაეცემათ. ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

დაგვიკვეთეთ  საიტების  დამზადება

გარდა ტრენინგებისა შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ ვებსაიტის დამზადება, რომელსაც ჩვენ უმოკლეს ვადებში, ხარისხიანად  და თქვენთვის ხელსაყრელ ფასად  დაგიმზადებთ - ამისათვის საჭიროა: 

  • შეარჩიოთ ხელსაყრელი პაკეტი
  • შეავსოთ შეკვეთის ფორმა
  • დაელოდეთ ჩვენს წერილს ან ზარს.

GetResposne Webform Integration