ISM Libraries

ჩვენი გამოცდილება

დღეისათვის ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისი წარმოადგენს ქვეყანაში ერთადერთ კონსორციუმის ტიპის საბიბლიოთეკო სისტემას. ამ სერვისის მომხმარებლები არიან საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციები (მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტი, GIPA, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიის ცენტრი და სხვ.). ამგვარად, ქსელში შემავალი ბიბლიოთეკის მომხმარებლისათვის მოსახერხებელს ხდის სასურველი მონაცემის მოძიებას.

გაერთიანებულ კატალოგში ინტეგრირებულია არამარტო ქსელში შემავალი ინსტიტუციის ბიბლიოგრაფიული მონაცემები, არამედ ასევე საერთაშორისო ონლაინ-რესურსების (Project Gutenberg და ა.შ.), რაც მომხმარებლებს დამატებით რამდენიმე ათასიან ელექტორნულ წიგნებსა და რესურსებზე წვდომას უადვილებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კატალოგიდან Project Gutenberg ქვეშ გაერთიანებულ მსოფლიო კლასიკის 40 000  ელექტრონული წიგნის არამარტო ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერზე, არამედ უშუალოდ ელექტრონულ გამოცემებზეა  წვდომა შესაძლებელი (მ.შ.  Kindle, ePub, HTML და სხვა ფორმტებში) და ამასთან  უფასოდ.

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის სერვისის  მიწოდების სფეროში გვაქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება.  პირველი  ნაბიჯები გადავდგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჯერ  კიდევ 2009  წელს. ჩვენი სერვერები განლაგებულია  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს  პარტნიორებთან, რაც დამატებით უსაფრთხოების გარანტიას იძლევა  გააქტიურებული კიბერ საშიშროებების ფონზე. ყოველწლიურად იზრდება ჩვენი პარტნიორი ინსტიტუციების რიცხვი. ჯამური რაოდენობა მომხმარებლებისა ამ ეტაპზე აღემატება 30 000.

ჩვენი ექსპერტები მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამებში და აქვთ ფართო გამოცდილება როგორც სასწავლო კურსების განვითარების (TEMPUS და სხვა საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში), ასევე ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების (Microsoft,  განათლების სამინისტრო, „ირმის ნახტომი“ და ა.შ.).

ისინი მონაწილებოდნენ საქართველოში ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული და ხარისხის უზურნველყოფის მექანიზმების მიდგომების იმპლემენტაციაში, როგორც სამინისტროს (ბოლონია პრომოუტერების ჯგუფი, საუნივერსიტეტო განათლების პროგრამა), ასევე კონკრეტული უნივერსიტეტების (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ.) დონეზე. წარმოადგენდნენ ექსპერტებსა და ტრენერებს სასკოლო დაპროფესიული განათლების სფეროში NCAC, DLF, TPDC პროექტების ფარგლებში.

GetResposne Webform Integration