ISM Libraries

Academia.edu სოციალური ქსელია მეცნიერთა თანამშრომლობისთვის. 2012 წლის მონაცემებით 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს, ქსელის გამოყენება შეიძლება სხვებისთვის საკუთარი სტატიების გასაზიარებლად, მათი ციტირებისთვის თვალის სადევნებლად და კვლევებში სიახლეების შესახებ ინფორმაციის გასაგებად. სახელებითა და საკვანძო სიტყვებით მოძიების მეშვეობით. ეს ბაზა „ღია მეცნიერებისა’’ და „ღია წვდომის’’ მოძრაობის მონაწილეა, ხელს უწყობს რა სტატიებზე გამოხმაურებებსა და რეცენზიებს მათი შექმნის პროცესში.  თავისი კონკურენტის ResearchGate —ისგან განსხვავებით academia.edu-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია დამოუკიდებელი მკვლევარის სტატუსით, მაშინაც კი თუ აღარ ხართ სტუდენტი ან აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი. ეს არის საუკეთესო საშუალება მეცნიერთათვის, რომ  თავიანთი კოლეგების ნაშრომებზე სწრაფად და მარტივად წვდომის საშუალება ჰქონდეთ. ისინი იღებენ იმის ციფრებში გამოსახულ დადასტურებას,  რომ მათ კვლევებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა. ასევე საუკეთესო საშუალებაა საკუთარი კვლევების გასავრცელებლად სამეცნიერო და მკვლევართა წრეებში, რაც საშუალებას გაძლევთ სპეციალური ანალიტიკური საშუალებებით თვალი ადევნოთ რამდენი ადამიანი კითხულობს მას. academia.edu-ზე გამოქვეყნებული სტატიები google-ს ძიებითაც  აისახება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს  www.academia.edu.

GetResposne Webform Integration