ISM Libraries

 

პროექტი Manuscriptorium.com  წარმოადგეს წერილობითი კულტურული ძეგლების ევროპის ღია ელექტრონულ ბიბლიოთეკას. Manuscriptorium-ის პროექტი ქმნის ვირტუალურ კვლევით გარემოს რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას არსებულ ციფრულ დოკუმენტებზე ისტორიული წიგნების რესურსების სფეროში (ხელნაწერები, ინკუაბულა, ადრეული ნაბეჭდი წიგნები, რუკები, გამოსახულებები და სხვა ტიპის დოკუმენტები). ეს ისტორიული რესურსები აქამდე გაფანტული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ციფრულ ბიბლიოთეკაში, ხოლო ამ პროექტის ფარგლებში თავმოყრილია ერთი ციფრული ბიბლიოთეკის ინტერფეისში. სერვისი უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას 5 მილიონზე მეტ ციფრულ გამოსახულებასთან.

 პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია არსებულ ციფრულ კონტენტზე წვდომის უზრუნველყოფა ინტეგრირებული ინსტრუმენტების მეშვეობით, იმისთვის რომ ის  შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. მანუსკრიპტორიუმი ციფრულ დოკუმენტებს იღებს მსოფლიოს მრავალი ცნობილი დაწესებულებიდან (მუზეუმები, საცავები, ბიბლიოთეკები, არქივები და ა. შ.) ევროკავშირის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ.

ამ პროექტს იყენებს კულტურისა და ისტორიის სფეროს მკვლევართა ფართო სპექტრი, სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები. მანუსკრიპტორიუმი ყველა მომხმარებელს სთავაზობს მარტივ საშუალებებს ფიზიკურ დოკუმენტზე ინფორმაციის მისაღებად ან უშუალოს ამ დოკუმენტის ციფრული ასლის ნახვას.

მომხმარებლის ინტერფეისი განკუთვნილია ძიების პროცესის გამარტივებისთვის და დოკუმენტების ნახვისთვის და მომხმარებლებს პირადი კოლექციების შექმნის საშუალებას აძლევს , რას იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი საკუთარი ციფრული ბიბლიოთეკების შექმნა და მათი გამოყენება სტუდენტებთან, კოლეგებთან და სხვა მომხმარებლებთან მუშაობისთვის.  Manuscriptorium- არის Europeana-ს ქვე- აგრეგატორი ისტორიული რესურსების სფეროსთვის.

 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.manuscriptorium.com.

GetResposne Webform Integration