ISM Libraries

MARC (მანქანის მიერ კითხვადი კატალოგიზაცია) სტანდარტები არის   ბიბლიოთეკების მიერ კატალოგიზირებული ერთეულების ერთეულების აღწერა ციფრულ ფორმატში.  MARC სტანდარტი ა.შ.შ.-ში ბიბლიოგრაფიული მონაცემების აღწერის ეროვნული სტანდარტი გახდა 1971 წელს, ხოლო საერთაშორისო სტანდარტად 1973 წლიდან იქცა. უშუალოდ MARC 21 სტანდარტი შეიქმნა 1999 წელს  და მიზნად ისახავდა  ა.შ.შ.-სა და კანადის MARC ვერსიებისა და ევროპაში გამოყენებული UNIMARC-ის ჰარმონიზაციას.   MARC 21  სტანდარტების ოჯახი ახლა მოიცავს ავტორიტეტული ჩანაწერის ფორმატებს, დაჯავშნის ჩანაწერებს, კლასიფიკაციის ცხრილებს. საზოგადოების ინფორმაციებს და დამატებებს ფორმატებზე ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებზე.

MARC ფორმატები

 

სახელი აღწერა
ავტორიტეტული ჩანაწერები წარმოადგენს ინფორმაციას ინდივიდუალური სახელების, თემებისა და უნიფიცირებული სათაურების შესახებ. ავტორიტეტული ჩანაწერი ქმნის ავტორიზებულ ფორმას თითოეული ჰედინგსთვის, სათაურის სხვა ფორმებზე შესაბამისი ბმულებით.
ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები       განსაზღვრავს ბიბლიოგრაფიული რესურსების (წიგნები, ხმოვანი ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები და ხვა) ინტელექტუალურ და ფიზიკურ მახასიათებლებს.
კლასიფიკაციის ჩანაწერები MARC ჩანაწერი მოიცავს კლასიფიკაციის მონაცემებს. მაგალითად, კონგრესის ბიბლიოთეკის კლასიფიკაცია კოდირებულია MARC 21 კლასიფიკაციის ფორმატით.
საზოგადოების ინფორმაციის ჩანაწერები MARC ჩანაწერები განსაზღვრავენ სერვისის მომწოდებელ სააგენტოებს. მაგალითად, ადგილობრივი უსახლკაროთა თავშესაფარი ან საგადასახადო საკითხებზე დახმარების მომწოდებელი ორგანიზაცია.
დაჯავშნის ჩანაწერები წარმოგვიდგენს საბიბლიოთეკო რესურსზე ასლის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას (შენახვის შიფრი, თაროს მდებარეობა, ტომების რაოდენობა და სხვა.

 MARC 21-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ბმულს.

GetResposne Webform Integration