ISM Libraries

Mendeley  2007 წელს დაარსებული ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მართვის უფასო პროგრამაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ კვლევითი ნაშრომები PDF ფორმატში დაათვალიეროთ აგრეთვე აქვს წვდომა მეცნიერთა საერთაშორისო სოციალურ ქსელთან. იმისთვის, რომ პროგრამა გამოიყენოთ სოციალური ქსელის საიტზე ანგარიში უნდა შექმნათ. Mendeley-ს საბაზისო პაკეტი უფასოა თუმცა არის ფასიანი ვერსიაც  გაფართოებული კვოტებით, მასალების შენახვითა და ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.

 შესაძლებლობები:

•  მეტამონაცემების ავტომატური ამოღება PDF დოკუმენტებიდან

•  ანგარიშთან სინქრონიზაცია

•  ჩაშენებული PDF წამკითხველი შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობით.

•  მთელი ბიბლიოთეკის მასშტაბით ძიება ( დოკუმენტის სახელით, ავტორით, ან საკუთარი საკვანძო სიტყვით)

• PDF ფაილების ავტომატური მართვა (სახელის გადარქმევა მოცემული სქემის თანახმად, საქაღალდეების მონიტორინგი)

•  არასაკმარისი მეტა ინფორმაციის მოძიება Google Scholar -ის მეშვეობით

•  ბიბლიოთეკის ნაწილის ექსპორტი  BibTeX ფორმატში

•  შენატანების ამოღება ბმულების განყოფილებიდან («References»).

•  ტეგების გამოყენება დოკუმენტთა კატეგორიზაციისთვის

 სოციალური ქსელის შესაძლებლობები:

•   დოკუმენტების ნახვის სტატისტიკა

•    2 GB სერვერული სივრცე დოკუმენტების შესანახად.

•    პროფილს შექმნა ინტერესებისა და სხვა პირადი ინფორმაციის მითითებით.

•    ჩანიშვნა, ბიბლიოთეკაში დოკუმენტების ავტომატური იმპორტირებისთვის  CiteSeer, CiteULike, Google Scholar, arXiv.org, PubMed და სხვა საიტებიდან.

 

GetResposne Webform Integration