ISM Libraries

პროექტი „გუტენბერგი“  (Project Gutenberg, ან PG) — ელექტრონული უნივერსალური ბიბლიოთეკის შექმნისა და გავრცელების საზოგადოებრივი ინიციატივა. 1971 წლის 1 დეკემბერს დაფუძნებული პროექტი ითვალისწინებს მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებთა ციფრულ ფორმატში გადატანასა და გავრცელებას - ძირითადად ეს ეხება ტექსტებს, რომლებზეც საავტორო უფლებებს ვადა გაუვიდა.

ტექსტების უმრავლესობის ენა ინგლისურია, სხვა ენებიდან ყველაზე ხშირად წარმოდგენილია ფრანგულ, გერმანულ, ფინურ, ჰოლანდიურ ენებზე წარმოდგენილი ტექსტები. ამ პროექტის ფარგლებში არსებული მრავალი ტექსტი გამოიყენება  პროექტ LibriVox ის მიერ აუდიო წიგნების შესაქმნელად. 2014 წლის მარტის თვის მონაცემებით Project Gutenberg-ის კოლექციაში დაცულია 45,000 ერთეული. საშუალოდ ყოველკვირეულად  პროექტს 50 ახალი წიგნი ემატება.

ერთეულების რელიზები ხელმისაწვდომია არამხოლოდ მარტივი ტექსტის არამედ HTML, PDF, EPUB, MOBI და Plucker ფორმატებში. პროექტი გუტენბერგი აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობს კორექტორებთან და ინტერნეტ საზოგადოებებთან დასკანერებული ტექსტების კორექტურისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.gutenberg.org

 პროექტი გუტენბერგი ინტეგრირებულია გაერთიანებულ ქართულ კატალოგთან,  და მომხმარებლებს კატალოგის მეშვეობით პროექტის ფარგლებში არსებულ ყველა რესურსის მოძიების საშუალებას აძლევს.

GetResposne Webform Integration