ISM Libraries

Researchgate სოციალური ქსელია მეცნიერებისა და მკვლევართათვის, ნაშრომების გასაზიარებლად, კითხვების დასასმელად და მათზე პასუხების გასაცემად და კოლაბორატორთა მოსაძიებლად.

Researchgate დაფუძნდა 2008 წელს ბოსტონში, თავდაპირველად, ძალიან მცირე ფუნქციებით დაიწყო მუშაობა და ეფუძნებოდა მეცნიერთა თანამონაწილეობას. 2012 წლის მონაცემებით საიტს 2,6 მილიონი მომხმარებელი მეცნიერი/მკვლევარი ყავს. იმას, რომ სისტემა პერსპექტიული და მდგრადად განვითარებადია, მოწმობს ფაქტი, რომ  სხვადასხვა ინვესტორებმა მათ შორის ბილ გეიტსმაც მასში 35 მილიონი $ ჩადეს.

მისი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი მედიცინისა და ბიოლოგიის დარგში მოღვაწეობს აგრეთვე მრავლად არიან ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგების მკვლევარები და მეცნიერები. მას აქვს სოციალური ქსელებისთვის დამახასიათებელი მრავალი ფუნქცია, როგორიცაა მომხმარებლის პროფილი, საჯარო და პირადი შეტყობინებები, აგრეთვე მსგავსი ინტერესების მქონე სხვა მომხმარებლების მოძიების მეთოდები . ის სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ  მხოლოდ მეცნიერებისა და მკვლევართათვის არის განკუთვნილი.  სასაუბრო სტრიქონები ფოკუსირებულია საკვლევ ინტერესებზე, ნაშრომებზე და თქვენ შეგიძლიათ გაედევნოთ საკვლევ ინტერესებს და დამატებით გახდეთ ინდივიდუალური მომხმარებლების მიმდევარი. მას აქვს ბლოგინგის შესაძლებლობა მომხმარებელთათვის, რომ დაწერონ მოკლე რევიუები რეცენზირებად სტატიებზე. ResearchGate ინდექსები თვით გამოქვეყნებადი ინფორმაციაა მომხმარებლის პროფილებზე, რომ შესთავაზოს მსგავსი ინტერესების მომხმარებლებს  კონტაქტი. როდესაც მომხმარებელი აქვეყნებს შეკითხვას მასზე პასუხობს ის მეცნიერი, რომლებსაც თავის პროფილში აღიშნული აქვთ , რომ ამ სფეროში რელევანტურ ექსპერტიზას ფლობენ. აგრეთვე არის პრივატული ჩეთების შესაძლებლობა, სადაც მეცნიერებს შეუძიათ გააზიარონ მონაცემები გაარედაქტირონ გაზიარებული დოკუმენტები  ან განიხილონ კონფიდენციალური თემები. მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ უმაღლესი შეფასება დასმულ კითხვებზე პასუხებითა და სხვა მაჩვენებლებით, რაც მათ „სამეცნიერო რეპუტაციაზე’’ აისახება.

მომხმარებლები შეიძლება მიისწრაფოდნენ დაუმუშავებელი მონაცემებისა და წარუმატებელი ექსპერიმენტების გაზიარებისკენ.  ResearchGate არ მოითხოვს ექსპერტულ შეფასებებსა და შეკრებებს.

ჟურნალ BusinessWeek ის თანახმად ResearchGate გავლენიანი ბაზაა ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით განვითარებად ქვეყნებში.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.researchgate.net.

GetResposne Webform Integration